Operations management

[glt language=”English” label=”English Version > Powered by Google Translate” image=”yes” text=”yes” image_size=”24″][glt language=”Georgian” label=”Georgian > Original Page” image=”yes” text=”yes” image_size=”24″]

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება – ოპერაციების მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანი – ოპერაციების მენეჯერი არის პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია საქონლისა თუ მომსახურების წარმოების სრულ ციკლსა და პროდუქციის მომხმარებლამდე ეფექტიანად მიწოდებაზე. მისი ამოცანაა ეძებოს წარმოებისა და მიწოდების საუკეთესო გზები და იზრუნოს ბიზნესის პროცესების გაუმჯობესებაზე. ამისათვის, ოპერაციების მენეჯერი თვალ-ყურს ადევნებს და აანალიზებს ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებს, აწესებს ხარისხის მართვის სტანდარტებს და კონტროლის მექანიზმებს, მუდმივ ძიებაშია ახალი ტექნოლოგიებისა და ზრუნავს ეფექტურობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზებზე. საგანმანათლებლო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში მიზანია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებს და ანალიტიკოსებს/კონსულტანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ, როგორც შეისწავლონ ოპერაციების მენეჯმენტი და მისი შემავსებელი დისციპლინები, გაიღრმავონ ბიზნეს-გადაწყვეტილებების და ბიზნესის მართვის ინსტრუმენტების თეორიული ცოდნა, შეიძინონ უკეთესი უნარები კონტექსტის შეფასებისათვის, ასევე უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს. პროგრამა ორიენტირებულია საშუალო და მაღალი თანრიგის პრაქტიკოს მენეჯერებზე და ბიზნეს-ანალიტიკოსებზე/კონსულტანტებზე

დაშვების წინაპირობა – პროგრამის დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

მიღების პროცედურები – პროგრამით დაინტერესებული პირი ავსებს განაცხადს და ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტებს ელექტრონული წარმოების პორტალზე. რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტი აბარებს მისაღებ ტესტურ და ზეპირ გამოცდას.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გააგრძელებენ მუშაობას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე, უფრო მაღალი თანრიგის/რანგის მენეჯერებად და ბიზნეს-ანალიტიკოსებად/კონსულტანტებად უკეთესი კარიერული წინსვლის პერსპექტივით, შეძლებენ პროექტების მართვას და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას. შეძლებენ ბიზნესის წამოწყებას და მართვას როგორც პარტნიორები.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) სტუდენტების სწავლებისათვის – შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.

სტრუქტურა და მოდულები

„საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის “ პროგრამა არაინტეგრირებული სასწავლო გეგმით მოიცავს:

  • 4 ზოგად მოდულს;
  • 8 საერთო მოდულს;
  • 12 პროფესიულ მოდულს;
  • 3 არჩევით მოდულს;
  • 3 საწარმო პრაქტიკას;
  • 3 ქართული ენის მოდული არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის;

მოდულების, ქართული ენა A1,  ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვეს ინგლისურ ან რუსულ ენაზე ტესტირების და ზეპირი გამოცდის გზით. აღნიშნული პირებისათვის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

 

 

დანართი 1

ზოგადი მოდულები

საკონტაქტო საათი

1

ინფორმაციული წიგნიერება

32 სთ

2

ეფექტური კომუნიკაცია და გუნდურობა

32 სთ

3

უცხოური ენა 1

48 სთ

4

უცხოური ენა 2

48 სთ

არჩევითი მოდულები

საკონტაქტო საათი

1

მათემატიკა

32 სთ

2

მოდელირება Excel-ში

32 სთ

3

მარკეტინგი

32 სთ

საერთო მოდულები

საკონტაქტო საათი

1

მენეჯმენტი

48 სთ

2

სტატისტიკა

48 სთ

3

მენეჯერული აღრიცხვა

16 სთ

4

ბიუჯეტირება

16 სთ

5

ოპერაციების მართვა

32 სთ

6

წარმოების მენეჯმენტი

32 სთ

7

მარკეტინგი

16 სთ

8

ხარისხის მართვა

32 სთ

პროფესიული მოდულები

საკონტაქტო საათი

1

სტრატეგიული მენეჯმენტი

32 სთ

2

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

32 სთ

3

მარკეტინგული კვლვევა

32 სთ

4

სერვისის მენეჯმენტი

48 სთ

5

მონაცემთა ანალიზი

48 სთ

6

ფინსნსური ანგარიშგება

32 სთ

7

გაყიდვების მართვა

32 სთ

8

ეფექტური კომუნიკაცია და გუნდურობა

16 სთ

9

მენეჯმენტის ზოგადი კონცეფციები

32 სთ

10

საფინანსო დოკუმენტებთან მუშაობა

32 სთ

11

პროექტების მართვა

48 სთ

12

ბრენდის მართვა

32 სთ

პრაქტიკული პროექტი

საკონტაქტო საათი

1

პრაქტიკული პროექტი – საოფისე საქმე

საწარმოო პრაქტიკა

საკონტაქტო საათი

1

საწარმოო პრაქტიკა I-ელი წელი

2

საწარმოო პრაქტიკა მე-2 წელი

3

საწარმოო პრაქტიკა მე-3 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • პროგრამის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის -126 კვირა (3 წელი);
  • პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 138 კვირა (3 წელი);

„გაცნობითი პრაქტიკისა“ და ,,პრაქტიკული პროექტის“ – პროგრამა ითვალისწინებს „გაცნობითი პრაქტიკისა“ და ,,პრაქტიკული პროექტის“ მოდულებს. „გაცნობითი პრაქტიკის“ მოდულის მიზანია, სტუდენტს სწავლების დასაწყისში შეუქმნას წარმოდგენა შესაბამისი სფეროს, დასაქმების შესაძლებლობების, ორგანიზაციული მოწყობისა და პოზიციების, შრომითი ურთიერთობების შესახებ. პრაქტიკული პროექტი განსაზღვრავს ინტეგრირებული დავალების ტიპს, რომლის შესრულებისას სტუდენტი საოფისე საქმის  სპეციალისტისთვის საჭირო უნარებს დაადასტურებს.

პროგრამის გავლის მეთოდისაწარმო პრაქტიკის გავლის არჩევა არაინტეგრირებული ან ინტეგრირებული მეთოდით.

საწარმოო პრაქტიკა არაინტეგრირებული მეთოდით – სწავლების არაინტეგრირებული მეთოდის დროს დასაქმების საშუალება და საწარმოო პრაქტიკის განხორციელება შესაძლებელია სასწავლო პროგრამის განმავლობაში 3-ჯერ, სასწავლო პრაქტიკის განხორციელების ვადებში წელიწადში ერთხელ. არაინტეგრირებული მეთოდის დროს საწარმოო პრაქტიკის გავლა შესაძლებელია სასწავლო პროცესის განმავლობაში მაგრამ არა მოდულების გავლის პარალელურად.

დანართი 2

სასწავლო სემესტრი/წელი

 სასწავლო მოდულებისა და საწარმოო პრაქტიკის წილი სასწავლო პერიოდის განმავლობაში (არდადეგების გარდა)

მოდულების სწავლების პერიოდი (სასწავლო პროცესის 2/3 სასწავლო პრაქტიკისგან განცალკევებულად)

საწარმოო პრაქტიკა
(სასწავლო პროცესის 1/3 მოდულებიდან განცალკევებულად)

 

საწარმოო პრაქტიკა არაინტეგრირებული მეთოდით – სწავლების ინტეგრირებული მეთოდის დროს დასაქმების საშუალება და საწარმოო პრაქტიკის განხორციელება შესაძლებელია სასწავლო პროგრამის სწავლების პროცესის განმავლობაში მოდულების გავლის პარალელურად.

დანართი 3

სასწავლო სემესტრი/წელი

სასწავლო მოდულებისა და საწარმოო პრაქტიკის წილი სასწავლო პერიოდის განმავლობაში (არდადეგების გარდა)

მოდულების სწავლების პერიოდი (სასწავლო პროცესის 2/3 საწარმო პრაქტიკის პარალელურად)

საწარმოო პრაქტიკა (საწავლო პროცესის 1/3 მოდულების გავლის პარალელურად)

 

 

 

 

სწავლის შედეგები :

საგანამანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:

  1. პრობლემების იდენტიფიცირების და ამოცანების დასმის უნარი.
  • პრობლემებისა და ამოცანების პრიორიტიზირების უნარი
  • იცის ლიდერობის პიროვნული საფუძვლები და საკომუნიკაციო ინსტრუმენტები
  • ჯგუფში მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი
  • აქვს კომუნიკაციის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი
  • კარგად ფლობს მათემატიკური და ეკონომიკური ანალიზის მეთოდებსა და ტექნიკებს.
  1. აქვს ბიზნესის მნიშვნელოვანი ფუნქციონალური სფეროს – ოპერაციების

მენეჯმენტის და მისი შემავსებელი დისციპლინების ღრმა და სისტემური ცოდნა

  • შეუძლია საბაზრო პროცესებზე დაკვირვება, ახსნა, ანალიზი, პროგნოზი
  • ფლობს სათანადო ტექნიკებსა და ინფორმაციას იმისათვის, რომ შეძლოს

კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა და საკითხისადმი შემოქმედებითი

მიდგომა

 

 

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება – სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები სახით მოცემულია მოდულების სილაბუსებში.

მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია;

დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი – მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

მართლმეტყველება:

  • საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
  • სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
  • მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
  • ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
  • ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებების ადეკვატურად გამოყენება (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).

მართლწერა

  • საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
  • ძირითადი სასვენი ნიშნების (წერტილი, კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
  • პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
  • წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა – ბარბარიზმები, ჟარგონები;
  • ინფორმაციის გადმოცემა თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

 

სწავლების ფორმატი და მეთოდები

პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები რეალიზდება სასწავლო კურსებში ლექციების, სემინარების, პრაქტიკული მეცადინეობების და საწარმოო პრაქტიკის მეშევეობით. კურსების შესწავლა ასევე ხორციელდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით რეკომენდებული ძირითადი სახელმძღვანელოების, დამატებითი ლიტერატურის დამუშავების, აგრეთვე ინტერნეტ–რესურსების გამოყენების საფუძველზე. 

ლექცია – ლექციის დანიშნულებაა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად თემათა თეორიულ–გამოყენებით ჭრილში განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციები ორიენტირებულია:  ¾ თემის გარშემო თეორიული კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესწავლაზე;  ¾ სხვადასხვა კონცეფციებისა და მიდგომების, მნიშვნელოვანი მოდელების განხილვასა და ანალიტიკურ შეფასებაზე; ¾ საბაზისო ცნებების, მეთოდებისა და ფუნქციების მნიშვნელობის გააზრებაზე. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ლექციის შინაარსის სრულფასოვნად გაგებისა და შემდგომ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობის მიზნით სტუდენტი სასურველია წინასწარ  გაეცნოს განსახილველი საკითხის გარშემო მითითებულ მასალას და მეცადინეობამდე დამოუკიდებლად მოხაზოს საკვანძო დებულებები და სამსჯელო პრობლემები.

 

 

ლექციის ფორმატი:

¾ ინტერაქტიული ლექციები – გულისხმობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას ლექციის მსვლელობის პროცესში. 

¾ ლექცია პრეზენტაცია – გულისხმობს ლექტორის მიერ გამოყენებულ ვიზუალიზაციის ხერხებს ლექციის შინაარსის უკეთესად აღქმის მიზნით (Power Point-ის პრეზენტაცია, პლაკატი, გაფართოებული გეგმა (Handout) და სხვ.)

¾ მასტერკლასი – გულისხმობს დარგის ცნობილი სპეციალისტის/პრაქტიკოსის მოწვევას კონკრეტული თემის ირგვლივ პროფესიული უნარ–ჩევევების დემონსტრირების მიზნით.

¾ ვიდეო–ლექციები – გულისხმობს პროგრამულ სტუდიაში წინასწარ ჩაწერილ ლექციას, რომელსაც სტუდენტი ეცნობა ელექტრონულ პორტალზე (უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე ან youtube-ზე). ვიდეო ლექციების დანიშნულებაა, რომ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის სასურველ მასალას დაწესებულებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ან/და წინასწარ მოამზადოს საკითხები, რომელიც მას სჭირდება ლექტორთან კონსულტაციის მისაღებად.

პრაქტიკული მეცადინეობები – პრაქტიკული მეცადინეობებზე სტუდენტის მიერ შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევათა გამომუშავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო თემატიკით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანი თამაში (პრობლემური სიტუაციების ანალიზი (ქეისი)), რომლის  მიზანია სტუდენტს გააცნოს კონკრეტულ თემასთან (თემებთან) მიმართებაში პრაქტიკული პრობლემები, რომელიც რეალურად შესაძლებელია წარმოიქმნას (ან წარმოიქმნა) შესაბამის ორგანიზაციაში. მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე სტუდენტმა უნდა შეძლოს პრობლემის გადაჭრის მექანიზმების შემუშავება. სწავლების აქტიური და თამაშის მეთოდები შესაძლებლობას იძლევა მთლიანად იქნას რეალიზებული სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალი. სტუდენტს თითოეული ქეისი მიეცემა სტრუქტურიზებული ფორმით: მიზანი, დავალება, ამოსავალი მონაცემები, რეკომენდაციები ამოხსნისთვის, ქეისის ამოხსნის სცენარის ვარიანტები. ქეისების ამოსახსნელად სტუდენტისთვის მიცემული რეკომენდაციები წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდურ საფუძველს.

სემინარული მეცადინეობა – ითვალისწინებს განსახილველი საკითხის საფუძვლიან დამუშავებას და სემინარზე დემონსტრირებას.. ლექტორი კურსის ფარგლებში არჩევს პრობლემატურ საკითხებს, რომელთა დამუშავება საჭიროებს ლექციაზე გაშუქებული კონცეფციებისა და დებულებების სათანადოდ გააზრებას, მითითებული ლიტერატურის, აგრეთვე სხვა საინფორმაციო წყაროების გაცნობა–ანალიზსა და საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. სემინარული მუშაობისას უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად მართებულად გაიგო სტუდენტმა ლექციაზე გაშუქებული საკითხები, ან/და დამოუკიდებლად მომზადებული მასალა. 

 

 

 

 

სემინარული მეცადინეობების წარმართვის ფორმატი:

  • ¾ დისკუსია/დებატები.
  • ¾ ჯგუფური (collaborative) მუშაობა
  • ¾ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • ¾ თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება
  • ¾ გონებრივი იერიში (Brain storming)
  • ¾ როლური და სიტუაციური თამაშები
  • ¾ მოხსენება/დემონსტრირება/პრეზენტაცია
  • ¾ და სხვ.

ტუტორიალი  – ლექტორი ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს სტუდენტებისთვის  სასწავლო კურსთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ.